понедельник, 8 декабря 2014 г.

რეფლექსია მეცხრე დღე

    დღეს ვასრულებთ ინტელის ტრენინგ კურსს.  კმაყოფილი ვარ, რომ უამრავი სიახლით აღჭურვილი მივდივარ აქედან. მაგრამ, ვწუხვარ,  ასე მალე რომ დასრულდა ეს სასიამოვნო და ბევრისმომცემი ტრენინგი.
    უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს, ოქროს საგანძური რომ გვიჩვენა! უამრავი სასარგებლო იდეა დაიბადა უკვე...



воскресенье, 7 декабря 2014 г.

რეფლექსია მერვე დღე

  დღევანდელი ტრენინგით აღტაცებული ვარ.   ისეთ მასალებს გავეცანი, რომლებიც წყალივით მჭირდებოდა. შევისწავლეთ ტესტის შედგენა  googl-ის დისკზე. ტესტებზე მუშაობა ჩემი მოსწავლეების საყვარელი საქმიანობაა. მალე, ამ ტრენინგის წყალობით ახალ, მრავალგვარ ტესტებს შევთავაზებ.

суббота, 6 декабря 2014 г.

რეფლექსია მეშვიდე დღე

   სამუშაოთი დახუნძლული დღე იყო.  სასიამოვნოდ დავიღალე. ბევრი საინტერესო სიახლის მომცემი ტრენინგია.  თითქოს,  რთული ნომერი გამოხტება, მაგრამ ბატონი დათო აქვეა შეიარაღებული დახმარებებით და მყისვე, მუშაობა ჰარმონიულად გრძელდება. უღრმესი მადლობა, ყოველივე ამისათვის!:)

пятница, 5 декабря 2014 г.

რეფლექსია მეექვსე დღე

  დღეს გავეცანით შეფასების გეგმას.  როგორც ყოველთვის, ძალიან საინტერესო იყო ტრენინგი. მხოლოდ ისაა გულდასაწყვეტი, რომ მალე გადის ტრენინგისათვის დათმობილი დრო :)

რეფლექსია მეხუთე დღე

ავადმყოფობის გამო, ვერ დავესწარი მეხუთე დღის ტრენინგს და ძალიან მწყდება გული :(

პროექტის პორტფოლიო

воскресенье, 30 ноября 2014 г.

რეფლექსია მეოთხე დღე

   ძალიან დატვირთული, მაგრამ ინფორმაციით დახუნძლული დღე მქონდა.  დილას ბილინგვურის ტრენინგი, შემდეგ ინტელის...
   ინტელის ტრენინგზე დისკის ფუნქციები და პრეზენტაციის გაზიარება ვისწავლეთ. საკმაოდ ვიხალისეთ, ძალიან საინტერესო სამუშაო იყო. ერთი სული მაქვს, ამ ყველაფერს, როდის გამოვიყენებ პრაქტიკაში.
   გემშვიდობებით ხვალამდე, არაჩვეულებრივი სიახლის მოლოდინში! :)))))))))))

суббота, 29 ноября 2014 г.

რეფლექსია მესამე დღე

  დღეს, ძირითადად, პროექტის გეგმაზე ვიმუშავეთ (თემის საფუძვლებზე, მიზნებსა და შედეგებზე). ასევე, შევისწავლეთ Googl-ის დისკი.
 ოთხი საათი გასულა ამასობაში, როგორ გაპარულა დრო ვერც კი  გავიგე. სამაგიეროდ, უზომო მოცულობის სიახლეს გვაწვდის ბატონი დათო. :)


пятница, 28 ноября 2014 г.

რეფლექსია მეორე დღე

   საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო დღე იყო. შევისწავლეთ პროექტის გეგმის შედგენა, ბუკლეტის შექმნა და  word-ის ფაილში მუშაობა.
   დიდი სურვილი მაქვს, ეს ყველაფერი, მალე გამოვიყენო პრაქტიკულად.
   უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს საინტერესო ტრენინგისათვის! :)

понедельник, 24 ноября 2014 г.

რეფლექსია პირველი დღე

    ინტელი-ს ტრენინგისგან, ,,პროექტებით სწავლება",  ველოდი რაღაცა საინტერესოს და მოლოდინს გადააჭარბა.
     ვფიქრობ, პრაქტიკულად გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში ყოველივეს, ვისწავლი და შევქმნი ბევრ სიახლეს.
     დღევანდელი ტრენინგი ერთ-ერთი საინტერესო და ბევრის მომცემია ჩემს ფავორიტ ტრენინგთა შორის. :)